კახა კუკავა

კუკავა: ეკლესიის სახით ერთი ინსტიტუტი მაინც დარჩა, რომელსაც ავტორიტეტი შერჩენია

ჩვენმა ეკლესიამ, ასევე რამდენიმე პროტესტანტულმა გაერთიანებამ და მუსლიმანურმა სამმართველომაც გამოხატა თავისი პოზიცია, მათაც დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება მარიხუანას ლეგალიზაციის, თუ ექსპორტის კანონპროექტებთან დაკავშირებით. მართლმადიდებლური ეკლესიაც არის რელიგიური გაერთიანება და მას აქვს გამოხატვის სრული თავისუფლება. სხვა საკითხია, რომ მის პოზიციას მეტი წონა აქვს ჩვენს საზოგადოებაში და მეტი ავტორიტეტით სარგებლობს. მე არ ვიცი სეკულარულ თუ არასეკულარული სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც შეიძლება უარყოფითი მოვლენა იყოს ის, თუ რომელიმე ინსტიტუციას აქვს დიდი ავტორიტეტი. პირიქით, ეს კარგია და მისასალმებელია, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ერთი ინსტიტუტი მაინც დარჩა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ავტორიტეტის ნატამალი.

ისაუბრა ეკლესიის როლსა და მარიხუანას ლეგალიზაციაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ.

კომენტარები