კახა კუკავა

კუკავა: ივანიშვილის ფარისევლობას და არაგულწრფელობას საზოგადოებაც აუღებს ალღოს

კახა კუკავა
sulanews.wordpress.com

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა კუკავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "ივანიშვილს დაავიწყდა, რომ ქარვასლაში არ არის".

"ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილი თავისი განცხადებებით ძალიან ჰგავს პერსონაჟს ქართული მხატვრული ფილმიდან "ქეთო და კოტე" - სულ ფული და ფული. მას დაავიწყდა, რომ ქარვასლაში არ არის, არამედ პოლიტიკურ პროცესში იმყოფება. ბიძინა ივანიშვილი, ფულის გამო გვახსოვს ჩვენ საკაშვილის, შევარდნაძისა და 9 აპრილის ჯალათის გენერალ ლებედის გვერდითაც, მისი აღიარებით. მე სად და როდის ვიყავი ვინმესთან ფულის გამო, ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ბატონი ივანიშვილი ამას დააკონკრეტებს", - თქვა კახა კუკავამ.

კუკავას თქმით, აქამდე კონფიდენციალურად ინახავდა ერთ თემას, რათა გასული წლის სარჩევნო კამპანიის შესახებ ქართული ოცნების იმიჯისთვის ზიანი არ მიეყენებინა.

"რადგან ივანიშვილმა გახსნა ეს თემა, ხვალ, ქართულ პრესას გადავცემ ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობდნენ დღევანდელი მთავრობის მინისტრები და მრჩევლები მათი პარტიის მაჟორიტარების ფულით მოსყიდვას, რათა ქართულ ოცნებაში გადასულიყვნენ. ამ კორუფციულ სქემაში ჩართული იყო ივანიშვილიც, რადგანაც ივანიშვილი ამ საკითხზე ალაპარაკდა, კონკრეტული პიროვნებების გვარებსა და სახელებს ვიდეომტკიცებულებების მითითებით წარმოვადგენ", - თქვა კუკავამ.

საკრებულოს დეპუტატი ასევე შეეხო ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ კუკავამ დეპუტატობა არ ისურვა, რადგან "სხვამ უფრო მეტი შესთავაზა".

"ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის, თუ როდის შემომთავაზა მაჟორიტარი დეპუტატობა. როდესაც ნაძალადევში მსურდა დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა, ბატონმა ბიძინამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაძალადევი არ მომეგო, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ფარისევლობას და არაგულწრფელობას ქართული საზოგადოებაც აუღებს ალღოს. ქართულმა ოცნებამ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე ნაძალადევში დეპუტატობის ისეთი კანდიდატი წარადგინა, რომლის არსებობა მოსახლეობამ არ იცის და აღარც ახსოვთ, თამარ კორძაია თუ არის პარლამენტში", - განმარტა კუკავამ.

 

კომენტარები