ავტოსაგზაო შემთხვევა

გორთან მომხდარ ავტოავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

flickr

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა, ავტომობილის მძღოლი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოტრასნპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები