ხორავას ქუჩის საქმე

მდინარაძე: ერთი ბავშვის, მ.კ-ს გულისთვის, ხელისუფლება პოლიტიკურ ხარაკირს არ გაიკეთებს

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - გასცეთ მთავარ კითხვას პასუხი - ეს ადამიანი, რომელიც არავითარი სურვილი არავის არ გააჩნია და ნუ დააჯერებთ ახლა ვიღაცას, რომ ერთი არასრულწლოვანი ბავშვის, მ.კ-ს გულისთვის, მთელი ხელისუფლება იკეთებს პოლიტიკურ ხარაკირს, ეს ადამიანი თანამონაწილე იყო, თანაამსრულებელი იყო, დამხმარე იყო, იმის გამო, რომ მუშტს ურტყამდა იმ კონკრეტულ... თუ ამ ადამიანზე გაქვთ ეჭვი, რომ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს, თუ ეს ასეა, მაშინ დაგვისახელეთ ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომელიც ამისკენ მიუთითებს

მიმართა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ევროპული საქართველოს წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას.

კომენტარები