ხორავას ქუჩის საქმე

მდინარაძე: არ ლაპარაკობთ იმაზე, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები იმ ცხონებულ ბავშვს

არც ერთზე - კონკრეტულ მტკიცებულებებზე და არც მეორეზე - ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები იმ ცხონებულ ბავშვს, ამაზე არ ლაპარაკობთ და აქაც [გვერდს] უვლით.

საბოლოო ჯამში, ეს არის მიზანმიმართული, საზოგადოების აღშფოთებისთვის გათვლილი თქვენი პიარსვლები, რომელიც საფუძველს მოკლებულია რეალურად, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით, მსჯელობთ ბევრს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - გასცეთ მთავარ კითხვას პასუხი - ეს ადამიანი, რომელიც არავითარი სურვილიი არავის არ გააჩნია და ნუ დააჯერებთ ახლა ვიღაცას, რომ ერთი არასრულწლოვანი ბავშვის, მ.კ-ს გულისთვის, მთელი ხელისუფლება იკეთებს პოლიტიკურ ხარაკირს, ეს ადამიანი თანამონაწილე იყო, თანაამსრულებელი იყო, დამხმარე იყო, იმის გამო, რომ მუშსტს ურტყამდა იმ კონკრეტულ... თუ ამ ადამიანზე გაქვთ ეჭვი, რომ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს, თუ ეს ასეა, მაშინ დაგვისახელეთ ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომელიც ამისკენ მიუთითებს

მიმართა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ევროპული საქართველოს წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას.

კომენტარები