ვიეტნამი

ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი ავადმყოფობის გამო 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩან დაი კუანგი
Reuters

ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი ავადმყოფობის შედეგად 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ჰანოის სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყნის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით პრეზიდენტს სიმპტომები ივნისში გამოუვლინდა და იაპონიაში სამკურნალოდ ექვსჯერ ჩავიდა, თუმცა ამ ვირუსის მკურნალობის ეფექტური გზა ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ.

ვიეტნამს პრეზიდენტთან ერთად პრემიერმინისტრი, კომუნისტური პარტიის ლიდერი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მართავენ. მიუხედავად პოლიტბიუროს წევრობისა, პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიული როლი აქვს. სანამ ეროვნული ასამბლეა ახალ პრეზიდენტს დანიშნავს, მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

კომენტარები