პრეზიდენტობის კანდიდატი

ვაშაძე: არავინ გაიფიქროს ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანას ქვეყნად

აუცილებლად შესატანი არის კონსტიტუციაში ცვლილება, რომელიც აკრძალავს საქართველოში კანაფის და ა.შ. ნარკოტიკებისთვის საჭირო მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადებას, მათ კურივაციას. არავითარ ექსპორტზე ეს გათვლილი არ არის, ესაა შიდა მოხმარებისთვის გათვლილი, იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობა საერთოდ მოწყდეს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ყველანაირ ცხოვრებას. ეს ცვლილება რომ შევიდეს კონსტირუციაში, ამისათვის საჭიროა 200 000 ხელმოწერის შეგროვება. მე ვიწყებ ამ კამპანიას დღეიდან, ერთ წამში შევაგროვებ 200 000 ხელმოწერას, პირობას გაძლევთ, შევიტან და მივაღწევთ იმას, რომ არასოდეს საქართველოში არავინ გაიფიქროს ვაზის ქვეყანა გადააქციოს მარიხუანის და ნარკოტიკების ქვეყანად.

ამბობს ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები