ტრანსპორტი

ტრაილერის მძღოლი, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

Screengrab

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გამართულ აქციაზე ფინანსთა მინისტრი მივიდა. ტრაილერის მძღოლი, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, სახურავიდან ჩამოვიდა და მინისტრს ხვდება.

აქციის მონაწილეებისა და მამაკაცის, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, მთავარი მოთხოვნა სწორედ მინისტრის მისვლა და ბრძანების გაუქმება იყო. ამ დროისთვის ტრაილერის მძღოლებსა და ივანე მაჭავარიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გამართული საპროტესტო აქციის მიზეზი ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი იკრძალება. შედეგად, ხორბლის ტრანსპორტირების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ექნებათ.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აგვისტოს თქვა, რომ აკრძალვის მიზეზი საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები გახდა, რომ ტრაილერების რიგები ტურისტებს უშლიდნენ ხელს. ამიტომ მისი თქმით, სახელმწიფომ ხორბლის უფრო "ცივილიზებული" გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები