სუმო

ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა, მას მიზნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

აკი ბაშოს XI დღე ქართველი ფალავნისთვის - ლევან გორგაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ტოჩინოშინმა ურთულესი მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ იორიკირის ილეთით დაამარცხა. ეს მიმდინარე ბაშოზე კაკურიუს პირველი წაგებაა.

ტოჩინოშინის ტურნირზე მოგება-წაგების ბალანსი 7:2-ზე გაუხდა. ამგვარად, ერთი მოგებაც და ის მიზანს მიაღწევს - ოძეკის სტატუსს შეინარჩუნებს. 

ხვალ, ლევან გორგაძე მისთვის უსიამოვნო მეტოქეს - ჰაკუჰოს დაუპირისპირდება. ტოჩინოშინს მონღოლი მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული, ჰაკუჰოს კი, ქართველ ფალავანთან 25 მოგება აქვს.

კომენტარები