ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პონტევედრა

ცხოვრება ესპანურ ქალაქში, სადაც მანქანები აკრძალეს

სამშაბათი, 18 სექტემბერი, 2018 - 18:12
www.pontevedra.gal
tbl.ge/34ta
დაკოპირდა
Luis Pereiro Gomez / www.theguardian.com
Luis Miguel Bugallo Sánchez / http://commons.wikimedia.org/wiki/Image:Pontevedra_07.jpg

1991 წელს, პატარა ესპანური ქალაქის, პონტევედრას მერმა მიგელ ფერნანდეს ლორესმა გადაწყვიტა, მანქანით გადაადგილება აეკრძალა და ქვეითად მოსიარულეებისთვის კომფორტული გარემო შეექმნა. მას შემდეგ საცობები 90%-ით შემცირდა და ჰაერის დაბინძურების დონე განახევრდა.

“მოუსმინეთ, ქუჩიდან ადამიანების ხმა ისმის. სანამ მერი გავხდებოდი, ყოველდღიურად ქალაქში  14 ათასი მანქანა გაადგილდებოდა - უფრო მეტი, ვიდრე იქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა იყო.” - მიგელ ფერნანდეს ლორესი, გალისიანას მერი 1999 წლიდან, The Guardian-თან საუბრისას თავის ფილოსოფიას ასე ხსნის - “მანქანის ფლობა არ გაძლევს უფლებას, რომ საჯარო სივრცე დაიკავო”.

ლორესი ოპოზიციაში 12 წლის განმავლობაში იყო. მერად არჩევის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში შუა საუკუნოვანი ქალაქის  300 ათასი კვ.მ მხოლოდ ფეხით სასიარულოდ გადააკეთეს. თანდათანობით ქალაქში მეტი პარკი აშენდა. მანქანით მოძრაობა დასაშვები გახდა მხოლოდ მაღაზიებისა და რესტორნების მოსამარაგებლად, აქაც მანქანის სიჩქარე 20 კმ/სთ-მდე შეიზღუდა. გარდა ამისა, ქალაქგარეთ შეიქმნა 4 დიდი საპარკინგე სივრცე, რათა ადამიანები არ ყოფილიყვნენ შეზღუდული სხვა ქალაქებში გადასაადგილებლად.


ფოტო: Luis Miguel Bugallo Sánchez / http://commons.wikimedia.org/wiki/Image:Pontevedra_07.jpg

“ქალაქის ისტორიული ნაწილი მკვდარი იყო: ბევრი ნარკოტიკით, სავსე მაქანებითა და დაბინძურებული ჰაერით - ეს იყო სტაგნაცია. ადამიანების უმეტესობას, ვისაც ამის შანსი ჰქონდა, ტოვებდა ქალაქს. თავიდან ჩვენ ვფიქრობდით, რომ გაგვეუმჯობესებინა სატრანსპორტო მდგომარეობა. ამის მაგივრად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საჯარო სივრცე მოსახლეობისთვის  დაგვებრუნებინა, რისთვისაც საჭირო გახდა მანქანებისგან გათავისუფლება. “ - ამბობს მიგელ ფერნანდეს ლორესი.

ცნობისთვის, 1996-2006 წლებში პონტევედრას ქუჩებში 30 ადამიანი დაიღუპა სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, შემდგომი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 3, 2009 წლიდან კი, არც ერთი.  CO2 გამოყოფა შემცირებულია 70%-ით. ადამიანები, ძირითადად, ველოსიპედებითა და ფეხით გადაადგილდებიან.


ფოტო: Luis Pereiro Gomez / www.theguardian.com

პონტევედრას ტრანსფორმაციის შემდეგ, ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა.

“მე ვცხოვრობდი მადრიდსა და ბევრ სხვა ქალაქში და ჩემთვის პონტევედრა არის ნამდვილი სამოთხე. წვიმის დროსაც კი, ყველგან ფეხით დავდივარ. ეს არაჩვეულებრივი ადგილია ბავშვებისთვის.” - თქვა ქალაქის მცხოვრებმა, რაკელ გარსიამ.

ესპანეთიმსოფლიომერიმანქანებიპონტევედრა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕