აშშ

აშშ-ში 16 წლის მოზარდმა $10 000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

facebook.com/santabarbarasheriff/photos

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში 16 წლის მოზარდმა რაჰმი ზეინმა $10 000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ადგილობრივ მედიასთან ზეინმა თქვა, რომ როდესაც სკოლიდან სახლში ბრუნდება, მან ქუჩაში საფულე იპოვა, ხოლო გახსნის შემდეგ კი $10 000 აღმოაჩინა.

მოზარდმა ბიჭმა საფულე პოლიციაში მიიტანა, რათა პატრონის ვინაობა დაედგინათ.

სანტა ბარბარას ოლქის პოლიციამ საფულის პატრონი იპოვა. საფულის მფლობელმა კი ბიჭს მადლობის ნიშნად $100 აჩუქა.

 

კომენტარები