ემის დაჯილდოება 2018

სანდრა ოს დედა პირველია, ვინც წითელ ხალიჩაზე კორეული ტრადიციული კაბით გაიარა

"გრეის ანატომიის" ვარსკვლავის, სანდრა ო-ს დედა პირველი იყო, ვინც წითელ ხალიჩაზე კორეული ტრადიციული კაბით გაიარა.

იონგ-ნამ ო და მისი ქმარი, ჯუნ-სო ო ემის დაჯილდოებაზე იყვნენ მიწვეულები შვილის, სანდრას შოუს, Killing Eve-ს ნომინაციის გამო. 

მისის ოს გადაწყვეტილებამ, ჩაეცვა ტრადიციული კორეული ტანსაცმელი, ბევრი გააოცა. 

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჰანბოკი წითელ ხალიჩაზე ნახეს. ჰანბოკი სამხრეთ კორეული ტრადიციული კაბაა, მას ათასი წლის წინაც ატარებდნენ.

მოგვიანებით მისის ო-მ თქვა, რომ შვილით ამაყობს და მას ლოყაზე აკოცა. ამის შემდეგ გრეის ანატომიის ვარსკვლავმა თქვა - "ღმერთო ჩემო, ეს ფილმშიც მოხდა".

კომენტარები