პრეზიდენტობის კანდიდატი

ზურაბიშვილი: ყოფილი პრეზიდენტის მუქარა კანდიდატის მიმართ, მგონი მსოფლიოში არ გაგვიგია

მე მინდოდა ევროპული კამპანია. მინდოდა ზრდილობა და მომავალზე მსჯელობა და ამასაც ვიზამ. მაგრამ, თურმე ჯერ უნდა აირიოს ყველაფერი და ამისი უფლება არ უნდა მოგვცენ იმათმა, ვისაც უნდათ წარსულში დაბრუნება იმ იმედით რომ თვითონაც დაბრუნდებიან. ცრუ იმედი ცხადია. მაგრამ იმათმა იციან მხოლოდ ერთი რამე რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი. დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა და მუქარა ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატ პრეზიდენტის მიმართ, მე მგონი მსოფლიოში არ გაგვიგია ასეთი რამ. მაგრამ არ ვაპირებდი ამ ყველაფერზე პასუხს, რომ არა თქვენ. ახლა დაიწყო თავდასხმა, ასევე მხარდამჭერებზე. მათზე ცილისწამება, მათზე მუქარა, რომ აღარ გამოგიყვანთო ტელევიზიით რაც თავისუფალ მედიაში რას ნიშნავს? და გადავწყვიტე რომ დრო იყო რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო ერთხელ და სამუდამოდ. ეს სპეკულაცია ერთად უნდ დავასრულოთ.

ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე თქვა

კომენტარები