მარიხუანას რეალიზაცია

მეუფე ანტონი: გუგული მაღრაძე სიზმარს და ცხადს ვერ არჩევს ერთმანეთისგან

გუგული მაღრაძე, მე ვფიქრობ, რომ სიზმარს და ცხადს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. საუბარიც არ მინდა. სიზმარს და ცხადს რომ გაარჩევს ერთმანეთისგან, მაშინ შეიძლება მაგის კომენტარებს მისცე [შეფასება]

ასე შეაფასა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მარიხუანას რეალიზაციის თემაზე ქართული ოცნების დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადება გადაცემა რეაქციაში. “უცხოეთში გასატანი არა გვაქვს არაფერი ბევრი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. მაგრამ, იცით, ახლა უკვე რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში? სოფლის მეურნეობის კულტურაა და სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია. სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს და ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ ვთქვათ, ამას [მარიხუანას]. ეს იქნება ლიცენზირებული. ეს იქნება გათვლილი იმაზე, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის ” - თქვა მაღრაძემ.

კომენტარები