საქართველოს დარაჯი

"საქართველოს დარაჯის" საქმეზე გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საქართველოს დარაჯის" საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს.

შსს ამბობს, რომ ამ დროისთვის, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

საქმე ჯგუფს ეხება, რომლებიც რამდენიმე დღეა, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირებენ, საკუთარ თავს "საქართველოს დარაჯებს" უწოდებენ და უცხოელებს ავიწროებენ. 

საქმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები