დალაი-ლამა

დალაი-ლამა: ევროპა ეკუთვნის ევროპელებს, მიგრანტები სახლში უნდა დაბრუნდნენ

thelocal

მიგრანტები სახლში უნდა დაბრუნდნენ და სამშობლო ხელახლა ააშენონ- ამის შესახებ ტიბეტელი ბუდისტების სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქ მალმოში მიმდინარე კონფერენციაზე თქვა

83 წლის დალაი-ლამა მიიჩნევს, რომ ევროპა"მორალულად ვალდებულია" მიგრანტებზე იზრუნოს და იმ საფრთხეებისგან დაიცვას, რომელიც მათ სამშობლოში ემუქრებათ. 

"ვფიქრობ, რომ ევროპა ეკუთვნის ევროპელებს. გადაარჩინეთ მიგრანტები, დაეხმარეთ, მიეცით განათლება, მაგრამ საბოლოოდ ისინი სახლებში უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანა ხელახლა ააშენონ",- ამბობს დალაი-ლამა. 

დალაი-ლამა მალმოში სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში. 

ანტიიმიგრაციული პარტია მესამე ადგილზე გავიდა, პრემიერ მინისტრ შეტფან ლოვენის სოციალ-დემოკრატებისა და ოპოზიციაში მყოფ ზომიერ კონსერვატორთა შემდეგ. 2015 წელს ქვეყანამ სახელმწიფომ თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო ერთ სულ მოსახლესთან შეფარდებით

 

კომენტარები