უგულავა თალაკვაძეს: ბაქრაძის დანა-ჩანგალს თუ ვერ იპოვით, საჯაროდ გახდები ამხანაგი კობზონი

ამხანაგო არჩილ, გთავაზობ შემდეგს. დასვით მთელი თქვენი პრ აპარატი კაცმანის მეთაურობით, გადაკმაზეთ ლაშა ნაცვლიშვილით და იპოვეთ ბაქრაძის დანა-ჩანგალი. თუ იპოვით საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. თუმცა არც თავისთავად დანა-ჩანგალია რამე პრობლემა. კონტექსტს გააჩნია. თუ ვერა მაშინ - საჯაროდ გახდები, ყველა კომუნიკაციაში, ამხანაგი კობზონი. (Царство ему небесное)

პ.ს. ცნობისათვის თქვენმა გენმდივანმა კალაძემ უკვე შეიწერა​​

 

"ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა სალომე ზურაბიშვილმა არ გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა სალომე ზურაბიშვილის ანტი პიარი შეწყვიტონ. "ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი",- თქვა თალაკვაძემ. 

კომენტარები