დღეს, 10 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, ბაღდავაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მოსკოვის გაზირის, კვაჭანტირაძის და ჩოჩუას ქუჩების მაცხოვრებლებს
ნაძალადევის და გლდანის რაიონები
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების (ნაწილობრივ) და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
1 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება:გურამიშვილის გამზრის, ლიახვის, ჟინვალის და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის და მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიქოძის და ლერმონტოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, ჩხეიძის, პეტრიაშვილის, კეკელიძის, 8 მარტის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, ცხემის, ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის, შანიძის, ჭონქაძის და ჩიტაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირა ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, ბერბუკის, ალექსიძის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება:ყაზბეგის გამზირის და ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





