ხორავას ქუჩის საქმე

ბახტაძე: საგამოძიებო კომისიის მომზადებული დოკუმენტის დიდი ნაწილი პოლიტიკური შეფასებებია

მე შევაფასებდი ზოგადად საგამოძიებო კომისიის ფუნქციას, რომლის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებაზე და არა, ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება ან მითუმეტეს პოლიტიკური შეფასება. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, ეს, რა თქმა უნდა, ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

აქედან გამომდინარე ჩემი შეფასება გახლავთ სწორედ ასეთი, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს მას კანონმდებლობის ჩარჩოებში, სწორედ ის უნდა განახორციელოს.

სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველანი დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებზე, რომელიც ევროპულმა საქართველომ მოამზადა.

კომენტარები