წითელ ხიდზე ავტომობილისა და სამარშრუტო ტაქსის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.