ხანძარი

ხანძარი ატენის ხეობაში - რთული რელიეფის გამო, ადგილზე დამატებით ძალებს გზავნიან

ატენის ხეობაში ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰა-მდე ფართობი.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

"ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება შვიდი ათტონიანი წყალმზიდი" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და აღნიშნავს, რომ ხანძრის დროულად აღსაკვეთად, იგეგმება დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებაც.

კომენტარები