ბრაკონიერობა

ბოტსვანაში ბრაკონიერებმა 90-მდე სპილო მოკლეს

ბოტსვანის ველურ საფარში 90-მდე მკვდარი სპილო იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

საქველმოქმედო ორგანიზაცია Elephants Without Borders (სპილოები საზღვრებს გარეშე) წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბური შემთხვევა აფრიკის კონტინენტზე აქამდე არ უნახავთ. 

სპეციალისტებმა, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, ამბობენ, რომ სპილოების უმეტესობა სულ ცოტა ერთი კვირის წინ არის მოკლული. ბრაკონიერებმა მათ სხეულიდან ეშვები ამოაცალეს. 


ფოტო: ELEPHANTS WITHOUT BORDERS

სპილოებთან ერთად იპოვეს რამდენიმე მკვდარი მარტორქა, რომელთაც რქები აქვთ მოჭრილი. ისინი დაახლოებით სამი თვის წინ არიან მოკლულები.

ბოტსვანა სპილოების პოპულაციით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. 

გასული ათწლეულის განმავლობაში აფრიკაში მცხოვრები სპილოების მესამედი დაიღუპა, ტანზანიაში კი სპილოების 60% ხუთი წლის განმავლობაში მოკლეს.

კომენტარები