მართვის მოწმობის გამოცდა

მართვის მოწმობის ტესტებს ეკომართვის საგამოცდო ბილეთები ემატება

მართვის მოწმობის ტესტებს ეკომართვის საგამოცდო ბილეთები ემატება. ცვლილება ძალაში 30 სექტემბრიდან შევა, ტესტებს სულ 51 ბილეთი დაემატება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გამოსცა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ცვლილება „თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.

ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკომართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.

კომენტარები