რეკლამა

მოჯოკრე და მოიგე მომენტალურად 20 000 ლარი - ეროვნული ლატარიის ახალი პროდუქტი „ჯოკერი“

დღეიდან ახალი მომენტალური ლატარიის ,,ჯოკერის’’ გაყიდვები დაიწყო. საქართველოს
ეროვნული ლატარიის ახალი პროდუქტის საპრიზო ფონდი 2 210 762 ლარი, მინიმალური
მოგება 2 ლარი, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარია.

მომენტალური ლატარიის ,,ჯოკერის’’ შეძენა უკვე შესაძლებელია თბილისის მასშტაბით საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურებში, კომპანიის სერვის ცენტრებში, „ნუგეშის’’ მაღაზიათა ქსელში და ,,ავერსის’’ აფთიაქებში. რეგიონებში ,,ჯოკერი’’ გაყიდვებში მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩაეშვება. ბილეთის ღირებულება 2 ლარს შეადგეს.

საქართველოს ეროვნული ლატარია კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის გათამაშების პორტფოლიოს, უახლოესს მომავალში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ახალი მომენტალური და ონლიან გათამაშების დანერგვა. საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია ლატარია აქციოს სახალხო პროდუქტად, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ხდება, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიანიჭოს მოგების სიხარული და ამით გააუმჯობესოს მათი მატერიალური მდგომარეობა. ,,ჯოკერიდან’’ შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი მიმართული იქნება იმ სოციალური აქტივობებისკენ, რასაც საქართველოს ეროვნული ლატარია სისტემატურად ახორციელებს. მომენტალური ლატარიის ,,ჯოკერის’’ თამაშის დეტალური წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერზე www.lotto.ge.

[რეკლამა]

კომენტარები