ემინემის ახალი ალბომი

ემინემი ამბობს, რომ ტრამპის კრიტიკის გამო ის საიდუმლო სამსახურმა დაკითხა

ემინემს არაერთხელ გაუკრიტიკებია აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამას არც მის ახალი ალბომში, Kamikaze-ში მოერიდა. ერთ-ერთ ტრეკში ის ამბობს, რომ მისმა სიტყვებმა ამერიკის საიდუმლო სამსახურის ყურადღება მიიპყრო და ის დაკითხეს. 

“just sent the Secret Service / To meet in person / To see if I really think of hurting him / Or ask if I’m linked to terrorists.”- ამბობს ემინემი და ტრამპს "აგენტ ფორთოხალს" ეძახის. 

ჟურნალი Time საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა, ის უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე და კონკრეტული გამოძიების არსებობას არ ადასტურებს. თუმცა აღნიშნავს, რომ საიდუმლო სამსახური პრეზიდენტის მიმართ არსებულ ყველა შესაძლო საფრთხის გამოძიებითაა დაკავებული. 

თუ ემინემი მართალია, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საიდუმლო სამსახური მისი ტრეკის ტექსტის შესახებ გამოძიებას იწყებს. 2003 წელს ამერიკის საიდუმლო სამსახურმა მისი ერთ-ერთი სტროფის გამო გამოძიება დაიწყო, რომელშიც ემინემი ამბობს, რომ ის მკვდარი პრეზიდენტებისთვის არ რეპავს და სიამოვნებით ნახავდა მკვდარ პრეზიდენტს. მკვდარი პრეზიდენტი ჰიპ-ჰოპ კულტურაში კი ფულის გავრცელებული მეტაფორაა.

კომენტარები