ხვალ ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისია დასკვნაზე იმსჯელებს

პარლამენტი

დროებითი საგამოძიები კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მუშაობს ხვალ სხდომას გამართავს. სხდომის თემა კომისიის დასკვნის და რეკომენდაციების განხილვა იქნება. 

დროებითი საგამოძიებო კომისია 2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში შეიქმნა და მის უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები და იუსტიციის მინისტრი.

კომისიის სხდომებზე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხულა და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოუღიათ. გარდა ამისა, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დროებითი საგამოძოებო კომისია, 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას, 9 წევრს ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. კომისიის წევრია დამოუკიდებელი დეპუტატი (ამჟამად პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი) სალომე ზურაბიშვილიც.

კომენტარები