საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფინეთში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფინეთში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო. ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

გამოფენაზე საქართველოს ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ ისაუბრა რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო ქვეყნის მთავრობის ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რომელიც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ ინიციატივებში, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შესახებ. ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმების "Creeping Borders" და "Life with barbed wires" ჩვენება.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტები.

კომენტარები