ფეხბურთი

თაობის საკულტო ფეხბურთელი - ​UEFA კაშიასთან ერთად ბექჰემსაც დააჯილდოებს

ალექსანდერ სეფერინი ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, დევიდ ბექჰემს UEFA-ს პრეზიდენტის ჯილდოს გადასცემს, ვინაიდან ის "თავისი თაობის საკულტო ფეხბურთელია". 

"პრეზიდენტის ჯილდო აღიარებს განსაკუთრებულ მიღწევებს პროფესიულ წარმატებას და სამაგალითო პიროვნულ თვისებებს. მე გადავიწყვიტე, ეს ჯილდო დევიდ ბექჰემს გადავცე, ვინაიდან ის ფეხბურთის მსოფლიო ელჩია, პოპულარიზაციას უწევს ამ თამაშს და მის ღირებულებებს პლანეტის ყველა კუთხეში. მისი დაუღალავი ჰუმანიტარული ძალისხმევა, რომელმაც მსოფლიოში უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, ასევე აღნიშვნის ღირსია. ბექჰემი არის თავისი თაობის ნამდვილი საფეხბურთო კულტი", - თქვა უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ცეფერინმა.

ბექჰემმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 762 მატჩში ითამაშა, 130 გოლი გაიტანა. მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად 1999 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, როცა ფინალში კლუბმა მიუნხენის ბაიერნი 2:1 დაამარცხა. 

"ჩემთვის დიდი პატივია UEFA-ს პრეზიდენტის ჯილდოს მიღება. ჩემი კარიერის განმავლობაში თამაშის დროს ყოველთვის მაქსიმალურს ვაკეთებდი და ვცდილობდი, გუნდური თამაშის ღირებულებები დამეცვა. მე ამაყი ვარ, შევუერთდე მოთამაშეების შესანიშნავ სიას, რომლებმაც ეს ჯილდო წარსულში მიიღეს", - თქვა დევიდ ბექჰემმა. 

ბექჰემს ჯილდოს დღეს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის ცერემონიალზე გადასცემენ. ამავე ცერემონიალზე დააჯილდოებენ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასაც - უეფა მას თანასწორობის პრიზს გადასცემს ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები