არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი გურამ კაშიასთან დაკავშირებით კითხვას არ პასუხობს

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ აგრესიასა და სიძულვილის ენაზე კომენტარს არ აკეთებს.

ამის შესახებ კითხვა მას დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ ტაბულას ჟურნალისტმა დაუსვა, თუმცა ზურაბიშვილმა არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა.

​აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტაბულა გურამ კაშიას მხარდაჭერის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატების აზრით დაინტერესდა, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირება არაერთხელ სცადა. პრესსამსახურის დაპირების მიუხედავად, ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის აზრის გაგების საშუალება არ მოგვეცა. 

კომენტარები