მიხეილ დუნდუა

ბახტაძემ 20:30-ის ანალიტიკოსი მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშნა

2030 Official

მამუკა ბახტაძის ბრძანებით მიხეილ დუნდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. დუნდუა აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა, იქამდე კი GDS-ის გადაცემა 20:30-ის მოწვეული ანალიტიკოსი იყო.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულებაზეა პასუხისმგებელი. საგადასახადო ადმინისტრირების გარდა, სამსახურის მოვალეობებში შედის საბაჟო-გამშვები პუნქტების და შესაბამისად იმპორტ-ექსპორტის მონიტორინგი. 

შემოსავლების სამსახურს აქამდე გიორგი თაბუაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ის წლიურად დაახლოებით 100,000 ლარს იღებდა. 

20:30-ის კიდევ ერთი კონსულტანტ-ანალიტიკოსი, ლევან კალანდაძე გადავიდა მთავრობაში, ის 2018 წლის 27 თებერვალს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა

მას შემდეგ რაც GDS გასართობ ტელეკომპანიად გადაკეთდა, 20:30-ის ჟურნალისტების დიდი ნაწილიც საჯარო სექტორში, კერძოდ კი პირველ არხზე გადავიდა. 20:30-ის ყოფილი წამყვან მაკა ცინცაძეს ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პოლიტიკური თოკშოუ მიყავს. 

კომენტარები