კრიმინალი

მოკრივე ავთო ხურციძე და ე.წ კანონიერი ქურდი, რაჟდენ შულაია აშშ-ში ციხეში დაჭრეს

crimerussia

ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში დაჭრეს. 

სისხლიანი დაპირისპირება სამი კვირის წინ მოხდა. ინფორმაცია crimerussia-მ გაავრცელა

დაზუსტებით უცნობია, რამ გამოიწვია ინციდენტი, მაგრამ კონფლიქტი სეირნობის დროს რაჟდენ შულაიას და ლათინო-ამერიკული ბანდის ერთ-ერთ ლიდერს შორის დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირებას ფიზიკური მოჰყვა. ჩხუბში ყოფილი ჩემპიონი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, რომელიც კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის არის დაპატიმრებული, კანონიერი ქურდის დასახმარებლად ჩაერთო. 

crimerussia-ს წყაროს ცნობით, ლათინოამერიკელებმა ქართველების მიმართ ცივი იარაღი გამოიყენეს. 

მას შემდეგ, რაც საქმეში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩაერთნენ, შულაია და ხურციძე საავადმყოფოში, მრავლობითი ჭრილობებითა და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს. ხურციძის მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, როგორც წყარო ამბობს, ის სახეში დაიჭრა. 

როგორც crimerussia იტყობინება, ქართველებს უმკურნალეს და სადამსჯელო საკანში მოათავსეს, თუმცა გამოცემის წყაროსთვის უცნობია, დასაჯეს თუ არა ლათინოამერიკელები. 

2017 წელს ამერიკაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტებით შეკრებილი სინდიკატის 27 წევრი დააკავეს, მათგან 15 - ქართველი. სპეცოპერაცია FBI-იმ, აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულებამ, ასევე ნიუ იორკის და სხვა ქალაქების პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი ათლეტი: მოკრივე ავთანდილ ხურციძე და MMA მებრძოლი ლევან მაყაშვილი. ასევე რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდი. ხურციძე დანაშაულს არ აღიარებს. 

დაკავებულების უმეტესობა გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა, მათ შორის შულაიას მარკვენა ხელი, ზურაბ ჯანაშვილი.

კომენტარები