საფრანგეთი

საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა თანამდებობა პირდაპირი ეთერის დროს დატოვა

CNN

საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა, ნიკოლა იულომ ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუს დროს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. 

მისი თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ამის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმაც არ იციან.

"ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას ვიღებ. გადავწყვიტე, ხელისუფლებიდან წავიდე. არ მინდა ვინმეს ილუზია შევუქმნა, რომ ჩვენ სათანადოდ ვპასუხობთ გარემოსდაცვით გამოწვევებს. აღარ მინდა მეტი ტყუილი“ - თქვა ნიკოლა იულომ

ეს გადაწყვეტილება ყოფილმა მინისტრმა ხელისუფლების მხრიდან კლიმატის, ბიომრავალფეროვნების და სხვა ეკოლოგიური საფრთხეების საკითხებში გადადგმული ნაბიჯების უკმაყოფილების გამო მიიღო. ყოფილი მინისტრის თქმით, ის იმედგაცრუებულია.

იულოს გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმაც არ იცოდა.

63 წლის პოლიტიკოსს აღნიშნული თანამდებობა 2017 წლის მაისიდან ეკავა. 

კომენტარები