ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰარბინის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით სასტუმროს ცეცხლი, ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა.
ძლიერი დაკვამლიანების შედეგად, ინტოქსიკაციით და სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობებით, საავადმყოფოში ათობით ადამიანია გადაყვანილი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.





