თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზიირს, წყნეთის ხევის, ცხვედაძის, ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის და წყნეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის და მანავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ), ქავთარაძის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები