კრიმინალი

კასპში მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

flickr

კასპში მამაკაცმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ერთ-ერთმა მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა და ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა.

"როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა, თავი მოიკლა“, - წერს ინტერპრესნიუსი მეზობლებზე დაყრდნობით.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები