ირმა ინაშვილი

ინაშვილი: ბოკერიას მიმდევრები ახალგაზრდობას მსოფლმხედველობრივად წამლავენ

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმ სტუდენტის შესახებ, რომელმაც ანგელა მერკელს ოკუპაციის შესახებ დაუსვა კითხვა. ინაშვილი პოსტს ფოტოს ურთავს, სადაც კონსტანტინე შუბითიძეს მაისური აცვია წარწერით - "PUTIN, KHUYLO". ინაშვილის თქმით, სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ბოკერიას  იდეოლოგიური მიმდევრები პედაგოგებად არიან გაფანტულნი და ახალგაზრდობას მსოფლმხედველობრივად წამლავენ.

"ბოკერია- ჩერგოლეიშვილის "ტაბულამ" სიამაყით გვამცნო: სტუდენტი, რომელმაც ანგელა მერკელს ოკუპაციაზე დაუსვა შეკითხვა, პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი და სერგი კაპანაძის აპარატის თანამშრომელიაო.

ეს ახალგაზრდა, დამწყები ბოკერია- კონსტანტინე შუბითიძე უკვე იმ მგზნებარებითაა აღზრდილი, რომ თუ პუტინს "KHUYLO"-ს უწოდებს და ამ "ხუილობას" (უკაცრავად) მაისურზე დაიწერს, ფიქრობს, რომ სამგზის გმირი და ქვეყნის გამაერთიანებელია. მეტიც, ეტყობა, დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც მაისურზე "PUTIN, KHUYLO" დაიწერა, სოხუმი და ცხინვალი დაგვიბრუნდა.

მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ბოკერიას პარტიის წევრები და იდეოლოგიური მიმდევრები პედაგოგებად, უფრო სწორად, დესანტად არიან გაფანტულნი და ახალგაზრდობას ჯერ მსოფლმხედველობრივად წამლავენ, შემდეგ პარლამენტის აპარატში ასაქმებენ და პარტიის შემომწირველებად ხდიან. საქართველოში ეს "პოლიტიკური KHUYLOიზმი" როდის უნდა დამთავრდეს, საკითხავი აი, ესაა.

სტუდენტი, ვისი კითხვის პასუხადაც მერკელმა სიტყვა ოკუპაცია გამოიყენა, ევროპული საქართველოს წევრი და სერგი კაპანაძის თანაშემწეა. კონსტანტინე შუბითიძემ ანგელა მერკელს თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე ჰკითხა, რატომ არ იყენებს ის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით სიტყვას "ოკუპაცია"

კომენტარები