ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილი პრეზიდენტზე: ის თავის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს

ფაქტობრივად მან დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს, არ არსებობს არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, არც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, როცა მან ვერ შეძლო თავის კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და ერთი კანდიდატის წარდგენა და ამიტომ ის ცდილობს საბაბად მოიყვანოს, რომ თითქოს უმრავლესობა არის მიზეზი, რომ მას არ დაუმტკიცებს და აპრიორი არ წარადგენს. მაშინ როდესაც არა ერთი შემთხვევა გვქონია, რომ პრეზიდენტს წარმოუდგენია თავის კანდიდატურა, არ დაგვიმტკიცებია, მერე თავიდან წარმოუდგენია და დაგვიმტკიცებია, მაგრამ ეს ის ნათელი მაგალითია, როცა ის თავის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა. დღეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარადგინა. შეგახსენებთ, რომ თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა.

კომენტარები