ეგვიპტე

ჰურგადაში ბრიტანელი წყვილის გარდაცვალების გამო სასტუმროდან სტუმრები გაიყვანეს

AFP

ეგვიპტეში, ჰურგადაში მდებარე სასტუმრო Steigenberger Aqua Magic-ში ბრიტანელი წყვილის გარდაცვალების გამო, ტურ-ოპერატორ კომპანია Thomas Cook-ს მომხმარებლები სასტუმროდან გადაჰყავს.

69 წლის ჯონ კუპერისა და მისი მეუღლის, 53 წლის სიუზან კუპერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომპანიის მიხედვით სასტუმროს სტუმრებს შორის ავადმყოფობის შემთხვევები გახშირდა.

301 სტუმარს კომპანია სხვა სასტუმროში გადაყვანას ან სახლში დასაბრუნებელ ბილეთს სთავაზობს.

5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ შემოწმება ერთი თვის წინ გაიარა და 96%-იანი შეფასება მიიღო.

მიმდინარეობს გამოძიება წყვილი გარდაცვალების და ავადმყოფობის გახშირებული შემთხვევების მიზეზის დასადგენად.

კომენტარები