ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის "ვიცეპრეზიდენტი" გადადგა, რადგან თავში ჭიქა ჩაარტყეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტი, ვიტალი გაბნია თავში ჭიქის ჩარტყმის გამო თანამდებობიდან გადადგა.

„ყველას გსმენიათ ჩხუბზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი. საჭიროდ ვთვლი ამაზე საუბარი. 5-კაციანი ჯგუფს დაძაბული საუბარი ჰქონდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი კაცი მშვიდად ადგა, ყოველგვარი აგრესიის გარეშე და უკნიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. ვალდებული ვარ გადავდგე იმის გამო, რომ ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკას არანაირად არ უკავშირდება“-თქვა გაბნიამ პრესკომფერენციაზე.

ვინ და რა მიზეზით გააკეთა ეს, გაბნია არ ამბობს. შემთხვევის დეტალები უცნობია. 

ვიტალი გაბნია ამ თანამდებობაზე 2014 წლის სექტემბრიდან იყო. 

კომენტარები