პრეზიდენტობის კანდიდატი

უსუფაშვილი: თუ საჭიროა, მარგველაშვილმა უნდა გაიხსენოს ივანიშვილის ტელეფონის ნომერი

მარგველაშვილმა და ივანიშვილმა ხუთწლიანი „ცივი ომის“ უკანასკნელ დღეებში მაინც უნდა შეძლონ ერთობლივი სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე პროფესიონალის არჩევა.

ამ მიმართულებით პრეზიდენტის ცალმხრივი მცდელობა არაფრის მომტანია. აუცილებელია მმართველი პარტიის მონდომებაც, რასაც მხოლოდ მისი თავმჯდომარის მონდომება განაპირობებს. ამიტომ, თუ საჭიროა, მარგველაშვილმა უნდა გაიხსენოს ივანიშვილის ტელეფონის ნომერი და, თუ საჭიროა, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს დასვენება პროცესის ხელშესაწყობად.  

რა ჩემი საქმეა, რა უნდა ქნან მარგველაშვილმა და ივანიშვილმა? ეს ყველას საქმეა და ჩემი საქმეცაა! მართლმსაჯულების სისტემის  გაჯანსაღების გზაზე დაყენების შანსის გამოსაყენებლად უმაღლესი სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პირებისგან, დიახაც, მოვითხოვთ უმაღლეს პასუხისმგებლობას, ნებისყოფას და გამჭრიახობას.

ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა თქვა.

კომენტარები