ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 22-25 აგვისტოს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას, +30, +32 გრადუსს ვარაუდობენ.

23-25 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, დღის საათებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ღამისა და საღამოს საათებში - ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო რაინებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები