არჩევნები 2018

ხუხაშვილი: როგორც ჩანს, "ოცნება" დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა რისკებს უკავშირდება

როგორც ჩანს, ქართული ოცნება დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გარკვეულ რისკებს და სერიოზულ თავის ტკივილს უკავშირდება და ახლა ცდილობს, რაღაც ალტერნატიული ვარიანტები შეიმუშავოს... გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკურ ბაზარზე ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომლის მხარდაჭერაც კომფორტული იქნებოდა ხელისუფლებისთვის, მათი გაგებით არ არსებობს, ბუნებრივია, დღის წესრიგში დაბრუნდა საკითხი, რომ დემოკრატიულობანას თამაში იქნებ გვერდზე გადადონ და წარადგინონ თავისი კანდიდატი

ინტერპრესნიუსის ცნობით, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით მონაწილეობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კომენტარები