აშშ

აშშ-მ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი გერმანიაში გააძევა

ნიუ-იორკში დააკავეს 95 წლის კაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის მცველი იყო. ამის შესახებ CBS News-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს.

პოლონეთში დაბადებული ჯაიკ პალიჯი, აშშ-დან გააძევეს და გერმანიაში დააბრუნეს.

მედიის ცნობით, მან გერმანია 1949 წელს დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადასახლდა. პალიჯმა ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია დამალა და 1957 წელს აშშ-ის მოქალაქეობაც მიიღო. წლების განმავლობაში ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა და სხვადასხვა სოციალური შეღავათებითაც სარგებლობდა.

2001 წელს პალიჯიმ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს უთხრა, რომ 1943 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში "ტრავნიკის" ბანაკში წვრთნა გაიარა სადაც, იმავე წლის 3 ნოემბერს 6 000 ებრაელი მოკლეს.


ფოტო: foxnews.com

აშშ-ის სასამართლომ 2003 წელს მას აშშ-ის მოქალაქეობა ჩამოართვა, 2004 წელს კი, მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ევროპულმა ქვეყნებმა პალიჯის მიღებაზე უარი თქვეს. უცნობია, თუ რა ბედი ელის მას გერმანიაში.

კომენტარები