საქართველოში მერკელის ვიზიტის პარალელურად პუტინი ხაჯიმბას და ბიბილოვს მიიღებს

Daily Storm

24 აგვისტოს მოსკოვში ვლადიმირ პუტინი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტებს მიიღებს. 

შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს ეძღვნება. 

2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველში შეიარაღებული შემოჭრის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. 

რუსული პრესა წერს, რომ გასული წლის ნოემბერში ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინი 2018 წლის 26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიიწვია. რუსეთის პრეზიდენტი გრაფიკის გამო პუტინი მიწვევას ვერ დათანხმდა, თუმცა, ბიბილოვი და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა მოსკოვში მიიწვია, რათა მათ „დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი მიულოცოს“.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ პრეზიდენტების მოსკოვში ვიზიტის პარალელურად კი საქართველოში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ჩამოვა. 23-24 აგვისტოს ის საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. 

გერმანიის კანცლერი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე შეხვდება სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს. 

კომენტარები