კანიე უესტი

კანიე უესტი მეგობრის ქორწილში პატარა ზომის ჩუსტებით მივიდა

dailymail

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი თავისი მეგობრისა და ასევე რეპერის 2 Chainz-ის ქორწილში ლუი ვი­ტო­ნის პიჯაკით და Yeezy-ს ფირმის ჩუსტებით მი­ვი­და.

უჩვეულო ფეხსაცმელმა ყურადღება იმითაც მიიპყრო რომ ის 2 ზომით პატარა იყო. 

41 წლის რეპერის ამ არჩევანს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქორწილში, რომელიც მაიამიში გაიმართა, რეპერი ცოლთან, კიმ კარდაშიანთან ერთად მივიდა. წყვილი ცერემონიაზე ყვითელი ჯიპით გამოჩნდა, რომელიც კიმისთვის ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა და ჩამოსვლის დროს მეუღლის დახმარება დასჭირდა.

კომენტარები