ანკარაში აშშ-ს საელჩოს შენობას რამდენჯერმე ესროლეს

reuters

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, უცნობმა პირებმა აშშ-ს საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილიდან რამდენჯერმე გაისროლეს, რომელმაც საელჩოსთან ჩაიარა და ათათურქის ბულვარის მიმართულებით მოძრაობდა. ტყვიები დაცვის ჯიხურს მოხვდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება. 

თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები დაძაბულია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პასტორ ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან კავშირის გამო თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის თქმით, თუ თურქეთი დაკავებულ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს, აშშ-ს დამატებითი სანქციები მზად აქვს.

ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები