შსს

შსს: 5.5 მილიონი ლარის ღირებულების 200 კგ-ზე მეტი ნარკოტიკები გავანადგურეთ

police.ge

შსს-ს ინფორმაციით, 200 კილოგრამზე მეტის სხვადასხვა სახის ნარკოტიკი გაანადგურა, რომლის ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონ ლარია. ეს ნარკოტიკები სხვადასხვა დროს სისხლის სამართლის 700 საქმეშია ამოღებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 4 კილო და 126 გრამი ჰეროინი, 2 კილო და 446 გრამი კოკაინი, 2033 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 13 929 კაფსულა, „კოდეინის“ შემცველი 2080 აბი, 1047 აბი „მდმა“, 1154 გრამი „მორფინი“, 74 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ფოტო: police.ge

უწყებისვე ცნობით, „ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა“.

კომენტარები