მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთადერთი გზავნილი არის მშვიდობა

ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს გახლავთ ერთიანი და ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც დაცულია ყველა პიროვნების ინტერესი და ღირსება და სადაც ყველას აქვს საშუალება მოახდინოს თავისი ნიჭის და პოტენციალის რეალიზაცია. ეს გახლავთ სწორედ ჩვენი მხრიდან ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ ე.წ პრემიერმინისტრ, სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. შამბამ Эхо Москвы-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს და საჭიროა დიალოგის დაწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა "მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ".

კომენტარები