აშშ

აშშ-ში მთებში დაკარგული მოგზაური, ერთი კვირა ფუტკრებით იკვებებოდა

აშშ-ში მთებში დაკარგული მოგზაური ერთი კვირა ფუტკრებით იკვებებოდა.  

40 წლის მეთიუ მათენის დედა Independent-თან საუბარში ამბობს, რომ მისმა შვილმა ერთი კვირა საჭმლის გარეშე გაატარა. მეთიუ ამ დროის განმავლობაში კენკროვნებთან ერთად ფუტკრებს კლავდა და ჭამდა. 

ვაშინგტონის შტატის სამაშველო სამსახურმა მოგზაურის პოვნა 6 დღე-ღამის შემდეგ შეძლო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მეთიუს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კომენტარები