აშშ-საქართველო

ბოლო 14 წლის მანძილზე პირველად, აიოვას მწერალთა საერთაშორისო პროგრამაში ქართველი მონაწილეობს

ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი აიოვას მწერალთა საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლო 14 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აიოვას მწერალთა საერთაშორისო პროგრამაში ქართველი მონაწილეობს. ივა ფეზუაშვილი 2018 წლის 18 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაემგზავრება აიოვა სითიში. 

"დიდი სიხარულით ვულოცავთ ივას ამ მიღწევას და წარმატებას ვუსურვებთ" - წერს საქართველოში აშშ-ის საელჩო და აღნიშნავს, რომ აშშ-ის ქალაქ აიოვა სითის იუნესკომ ლიტერატურის ქალაქის სტატუსი დიდწილად ამ პროგრამის გამო მიანიჭა. 

კომენტარები